GE

გორის უნივერსიტეტი ადრეული და სკოლამდელი განათლების მხარდაჭერის მიზნით სამუშაო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და პოლონური ორგანიზაციის ,,EDUCATOR”კოალიცია ახორციელებს საპარტნიორო პროგრამას ,,სკოლამდელი განათლების კადრების პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესება საქართველოში“.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დავით ჩოჩიშვილი. ორწლიანი პროექტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სამუშაო შეხვედრები.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის გაუმჯობესებას; მისი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საქართველოში არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდაჭერა ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით საბაკალავრო პროგრამებისა და სხვადასხვა სატრენინგო მოდულების შექმნასა და დანერგვაში. სწორედ ამ კომპონენტის ფარგლებში დაიგეგმა სასწავლო ვიზიტი პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში. ვიზიტის ფარგლებში მონაწილე უნივერსიტეტების პასუხისმგებელ პირებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ წამყვან პოლონელ ექსპერტებს, რომლებიც მუშაობენ უმაღლესი განათლების სფეროში ადრეული და სკოლამდელი განათლების პროფილით, მოინახულეს უნივერსიტეტების შესაბამისი კათედრები, სხვადასხვა ტიპის საბავშვო ბაღები და გაეცნენ მათ მუშაობას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური