GE

გორის უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული „მანსანკანის“ რაიონული ჩემპიონატების ორგანიზებაში სკოლებს შორის

რამდენიმე წელიწადია გორის უნივერსიტეტი შიდა ქართლის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით, აქტიურად არის ჩართული „მანსანკანის“ რაიონული ჩემპიონატების ორგანიზებაში სკოლებს შორის, რამდენადაც, სკოლებთან მრავალფეროვანი და მჭიდრო ურთიერთობა უნივერსიტეტის სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

2017 წლის 20 ნოემბერს ქალაქ ხაშურში ჩატარდა აღნიშნული ჩემპიონატის ფინალური ტური, სადაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, გამარჯვებულ გუნდს, ტრადიციულად, გადსცა გორის უნივერსიტეტის თასი, ხოლო ყველა ფინალისტი დაჯილდოვდა ერთ დღიანი ექსკურსიით გორის უნივერსიტეტისაგან.

უნივერსიტეტი მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ბოლოკაძეს, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცემტრის ხელმძღვანელს ბატონ ზვიად გოგუაძეს და იმედოვნებს, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობაში, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური