გორის უნივერსიტეტი აქტიურად იყო ჩართული „უნივერსიადა 2021-ის“ მსვლელობაში
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2021/07/214433893_2564100217070106_6164699852733314782_n-458x257.png)
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, საუნივერსიტეტო სპორტისა და კალათბურთის ფედერაციების მხარდაჭერით 24 მაისიდან სტარტი აიღო „უნივერსიადა 2021“- მა.
გორის უნივერსიტეტი აქტიურად იყო ჩართული უნივერსიადის მსვლელობაში. წარმოდგენილი იყო გუნდები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სადაც განსკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს ძიუდოს, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში მოასპარეზე გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
1 ივლისს სპორტული უნივერსიადის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც საპრიზო ადგილზე გასულ სტუდენტებს მედლები, სიგელები და თასი გადაეცათ.
ძიუდო:
- თორნიკე მარგველაშვილი, 60კგ – I ადგილი;
- გურამ გასიტაშვილი, 66კგ – I ადგილი;
- ალეკო ნებიერიძე, 100კგ – I ადგილი;
- ვლადიმერ ახალკაცი 81კგ – II ადგილი.
აღსანიშნავია, რომ სპორტის ამ სახეობაში გორის უნივერსიტეტმა გუნდური პირველობა მოიპოვა.
ქართული ჭიდაობა – ვაჟა კაკილაშვილი, 100 კგ – I ადგილი.
სამბო – გიორგი იანტბელიძე, 71 კგ – II ადგილი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით ვატიკანში იმყოფებოდნენ by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და აპარატის წევრებთან სახალხო დამცველის შეხვედრა გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი