GE
გორის უნივერსიტეტი იწყებს ონლაინ კვირეულს – „მოემზადე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გორის უნივერსიტეტის მასტერკლასებით“

20-25 იანვარს 14:00 საათზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ონლაინ კვირეულს – “მოემზადე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გორის უნივერსიტეტის მასტერკლასებით”.

დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტი საშუალებას გაძლევთ ვირტუალურ სივრცეში შეხვდეთ და კონსულტაცია გაიაროთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებთან შემდეგი საგნობრივი მიმარულებებით:

20 იანვარს 14 საათზე – ქართული ენა და ლიტერატურა (მაია ინასარიძე – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტ-კონსულტანტი);

21 იანვარს 14 საათზე – ისტორია (ლევან ახვლედიანი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ისტორიის საგნობრივი კონსულტანტი);

22 იანვარს 14 საათზე – მათემატიკა (ეკა კორძაძე – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მათემატიკის საგნობრივი ექპერტ-კონსულტანტი);

25 იანვარს 14 საათზე – ინგლისური ენა (ნონა პოპიაშვილი – სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის პროგრამის ხელმძღვანელი, ინგლისური ენის ექსპერტ-კონსულტანტი).

ასევე, ღონისძიების მონაწილეებს შეგეძლებათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ გორის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების, გაცვლითი პროგრამებისა და სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია

დარეგისტრირებულ პირებს თითოეული ონლაინ შეხვედრის ბმული გადაეგზავნებათ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ. ფოსტაზე.

შეხვედრები გაიმართება zoom.us პლატფორმაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი