GE

გორის უნივერსიტეტი კულტურულ-ლიტერატურულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს

2017 წლის 16 მაისს, პროექტ “კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების გააქტიურება შიდა ქართლის საზღვრისპირა სოფლებში”-ს ფარგლებში, რომელიც ემსახურება საზღვრისპირა სოფლებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას კულტურულ-ლიტერატურულ პროცესებში.

პროექტის ფარგლებში ზემო ნიქოზის საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებს შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალ “ცისკრის” რედაქტორი, ამირან გომართელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თამარ გელიტაშვილი და რექტორის აპარატის უფროსი,  მაია მელანაშვილი, რომლებმაც მოსწავლეებთან ისაუბრეს კულტურულ-ლიტერატურული მიმართულების მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ ზემო ნიქოზის ღვთაების ტაძარი, რომელიც დათარიღებულია V-VI საუკუნეებით და შეხვედროდნენ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას.

გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა სტუდენტებს ჩაუტარა საგანმანათლებლო ტური, გააცნო ტაძრის ისტორია.

საგანმანათლებლო ტურის დასასრულს სტუდენტებმა და სტუმრებმა მიტროპოლიტ ისაიასთან ერთად დაათვალიერეს ნიქოზის მონასტერთან არსებული ხელოვნების სკოლა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური