GE

გორის უნივერსიტეტი უკრაინისთვის – უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი გაიხსნა

გორის უნივერსიტეტის ინიციატივით, 7 მარტიდან, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიხსნა ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი.

შემოგვიერთდით, 7 მარტიდან, შეგიძლიათ მოიტანოთ ქვემოთ ჩამოთვლილი:

პრიორიტეტული ნივთები: ნებისმიერი ფანრები. ბატარეები. Power Banks. სხვა საჭირო ნივთები: ლეიბები, დასაკეცი საწოლი, სითბოს დამზოგავი საბნები, საძილე ტომრები, საბნები, ბალიშები, თეთრეული, პირსახოცები.

ტანსაცმელი: საწვიმარი, თბილი ტანსაცმელი (თერმოტანსაცმელი), ქურთუკი, შარფი, ქუდი, ხელთათმანი.

სარეცხი და ჰიგიენის საშუალებები, ბალიშები, ქაღალდის პირსახოცები, ანტისეპტიკები, მრავალჯერადი და ერთჯერადი ნიღბები, წინდები, მიკროფიბერის პირსახოცები, მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლის ნაკრები.

სწრაფი კვება, ენერგეტიკული ბარები, ჩირი, თხილი, დაკონსერვებული საკვები, ვერმიშელი, ხსნადი მარცვლეული.

მისამართი – გორი, ჭავჭავაძის #53, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური