გორის უნივერსიტეტმა პოლონური მეცნიერების დღეებისადმი მიძღვნილ შეხვედრას უმასპინძლა
2019 წლის 12 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პოლონური მეცნიერების დღეებისადმი მიძღვნილ შეხვედრას, რომელიც ჩაატარეს პოლონეთის კაზიმიჟ დიდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა: პროფ. აგნეშკა რიპელმა, პროფ. დანუტა იაშ რჟევსკიმ, დოქტ. აგნეშკა ბიელინსკამ და ანიელა ბეკიერ იასინსკამ.
შეხვედრის მიზანი იყო პოლონური ენის შემსწავლელი კონტიგენტის გაცნობა და მათი ცოდნის ანალიზი განვითარების შემდგომ ეტაპზე. კაზიმიჟ დიდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ რექტორის მ/შ პროფ. ალექსანდრე მღებრიშვილს, რომელმაც პოლონური ენის სწავლების გაუმჯობესებული ვერსიის იდეაზე ისაუბრა, რომლის დანერგვაც შესაძლებელია მომავალი საწავლო წლიდან, კერძოდ: ორდონიანი პოლონური ენის სწავლების შემოტანა – დაწყებით (A1, A2) და B1 დონეებზე. მადლობა გადაუხადა პოლონური ენის მასწავლებელს გორის უნივერსიტეტში მის მიერ მომზადებული სტუდენტების წარმატებებისათვის ორი წლის განმავლობაში, რის შედეგადაც 16 სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო პოლონეთის მიერ შემოთავაზებულ საკონკურსო პროგრამებში: საბაკლავრო, სამაგისტრო, ერთწლიანი სტაჟირება და საზაფხულო სკოლები პოლონეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
- ტრენინგი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები“ by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნვიერსიტეტში ახალგაზრდული კლუბის „YOUTHTITIA“ პრეზენტაცია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის უნივერსიტეტში ერასმუს +-ის 2023 წლის კონკურსში დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი