GE

გორის უნივერსიტეტში გაიმართა აქცია – „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს”

21 მარტს გორის უნივერსიტეტში, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ , გორელ ფოტოგრაფთა კლუბის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრისა და უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართა აქცია – „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს”.

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით მოეწყო ფოტოსესია სადაც მონაწილეობას იღებდნენ: შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, გორის ვიცე მერი თამაზ შიოშვილი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ვიცე პოლკოვნილი ზაზა ჯაფარიძე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ვლადიმერ შუღლიაშვილი, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი ანზორ გვაძაბია, ეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის პროექტების დირექტორი ფიქრია ბრეგვაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი და 2012 წლის „ნიჭიერის“ გამარჯვებული ნონა გიუნაშვილი.

21 მარტს კი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყო აღნიშნული ფოტოებისა და შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა. აქციაში აქტიურად ჩაერთო გორის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითშემოქმედების სხვადასხვა ჯგუფი.

ღონისძიება ორგანიზებულ იქნა “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში – „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური