GE

გორის უნივერსიტეტში ისტორიის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის გაფრათოებული სხდომა ჩატარდა

მიმდინარე წლის 22 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრში ჩატარდა ისტორიის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის გაფრათოებული სხდომა, რომელსაც სტუდენტების გარდა ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი, ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელდარ მამისთვალისშვილი, ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ვაჟა ჩოჩია, ასისტენტ პროფესორი ლელა თოგოშვილი და მოწვეული დოქტორი გურამ კუტალია.

სხდომაზე სტუდენტების მიერ შეირჩა დასამუშავებელი და წრის შემდგომ სხდომებზე წარმოსადგენი სამეცნიერო თემატიკა, დაიგეგმა საჯარო ლექციების ციკლი, ექსკურსია და შემდგომი აქტივობები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური