GE

გორის უნივერსიტეტში ყოფილი რექტორის, პროფესორ გედევან ხელაიას 90 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

12 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა გორის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, პროფესორ გედევან ხელაიას 90 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობიდან 65 წლის საიუბილეო ღონისძიება.

ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა გედევან ხელაიას პედაგოგიურ საქმიანობასა და უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებულ ღვაწლზე. აღსანიშნავია, რომ გედევან ხელაია უნივერსიტეტს 1989 წლიდან 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა და მის პერიოდში პედაგოგიურ უნივერსიტეტს მიენიჭა ეკონომიური უნივერსიტეტის, შემდეგ კი, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.

საიუბილეო თარიღი მიულოცეს და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, გიორგი ხორბალაძე; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, მიხეილ ჯიბუტი; საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის ყოფილი მინისტრი, ნიკა ვაჩეიშვილი; გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი, რობერტ მაღლაკელიძე, პოეტი, ჯემალ ინჯია; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ლია მამულაშვილი, პროფესორი, ბ ალექსანდრე იაშვილი, ასოცირებული პროფესორი, პაატა ქურდაძე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი, თეა ხორგუაშვილი;

ღონისძიების დასასრულს, გედევან ხელაიამ მოწვეულ სტუმრებსა და გორის უნივერსიტეტს ღვაწლის დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას უძღვებოდა გორის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი, ციური დურული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური