გორში ეროვნულ გამოცდებში სასულიერო პირიც მონაწილეობს
გორის საგამოცდო ცენტრში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარე გამოცდა დღეს სასულიერო პირმაც ჩააბარა. 24 წლის გიორგი ქებაძემ, რომელიც ბერია, საგამოცდო დრო სრულად გამოიყენა და შედეგით კმაყოფილია. მისმა გამოჩენამ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. EDU.ARIS.GE გიორგის გამოცდის დასრულების შემდეგ ესაუბრა:
„ჩემთვის გაუგებარია, რატომ გაუკვირდა ხალხს გამოცდებზე ჩემი გამოჩენა. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მსურს, რომ განათლება მივიღო. რაც შეეხება გამოცდებს, საშუალო სირთულის იყო და ვფიქრობ დავალებას კარგად გავართვი თავი“, – აცხადებს სასულიერო პირი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება, საქართველოს მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი, აქედან 10 თბილისში მდებარეობს. ცენტრები მოქმედებს: ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავასა და ხულოში.
საგამოცდო ნაშრომების გასწორება საგამოცდო პროცესების პარალელურად დაიწყება. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების და უმაღლესი სასწავლებელების არჩევისა თუ შეცვლის საშუალება სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.
2017 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულთა რაოდენობა ასეთია:
- სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – 4 000-მდე სტუდენტი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა – 13 500-მდე კანდიდატი;
- მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება – 27 000-ზე მეტი აპლიკანტი.
- აბიტურიენტები – 39 000–მდე აპლიკანტი.
გორის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დაგვიანებით დაიწყო – გამოცდები 2017
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა – გორი
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
მთავრობის დავალება განათლების სამინისტროს – 43 მილიონ ლარზე მეტი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაფინანსებლად მიიმართება
by ARIS.GE-განათლება
-
„ძალიან უხერხულია!“ – პედაგოგების ნაწილისთვის მასწავლებლის სტატუსის არქონის თემა პარლამენტში ისევ წამოიჭრა
by ARIS.GE-განათლება
