GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის მერაბ ტურავამ სემინარი ჩაატარა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის109-ე აუდიტორიაში, საუნივერსიტეტო პროექტის გახდი იურისტი ფარგლებში, ჩატარდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის, მერაბ ტურავას სემინარი თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელებისთვის.

მერაბ ტურავამ წარმოადგინა საინტერესო პრეზენტაცია სამართლის ცალკეული დარგებისა და სასამართლო ხელისუფლების ფუნქციის შესახებ. პრეზენტაციამ უფროსკლასელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და გაგრძელდა დიალოგის ფორმატით. უფროსკლასელებს შესაძლებლობა მიეცათ ინდივიდუალურად გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებებები პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური