GRUNI-მ ინოვაციური პროგრამის – „Thinking Outside the Leadership Box“ მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უკვე გაცხადებული, ინოვაციური პროგრამის – „Thinking Outside the Leadership Box“ მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
GRUNI-ს მიერ 6 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტეხასის A&M უნივერსიტეტთან ერთად დაგეგმილი პროექტი უპრეცედენტო ინიციატივაა, რომელიც სკოლის დირექტორებისა და უმაღლესი განათლების პროფესიონალებისთვის არის გათვლილი და მიზნად ინოვაციური ლიდერული უნარების განვითარებას ისახავს.
პროგრამაში მონაწილეობს საქართველოს 21 ზოგადასაგანმანათლებლო სკოლის დირექტორი და უმაღლესი განათლების პროფესიონალი სხვადასხვა რეგიონიდან. სკოლების გაძლიერებისა და განათლების ლიდერობის ხელშეწყობის მიზნით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა ხუთი სკოლის დირექტორის მონაწილეობა სრულად დააფინანსა.
საინფორმაციო შეხვედრას ფასილიტაცია გაუწიეს: უიოკ ჰანსონმა, ტეხასის A&M უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის პროექტის ლიდერმა; დოქტორ ჯიმ ლინჩმა, პროგრამის ინსტრუქტორმა; ანა აბესაძემ, გრუნის რექტორის მრჩეველმა და ნატო ჯავახიამ, პროგრამის მენტორმა.
ოთხთვიანი პროგრამა მოიცავს ლიდერობასთან დაკავშირებულ თემებს, მათ შორის: გუნდის მოტივაციას, ეფექტურ კომუნიკაციას, პატივისცემისა და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას, ზრდაზე ორიენტირებულ ქოუჩინგს, კრეატიულ ლიდერობას, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის სრულყოფასა და ეფექტურ თანამშრომლობას ხელმძღვანელებთან და სამეთვალყურეო საბჭოსთან. თითოეულ მოდულზე გაიცემა ინდივიდუალური სერტიფიკატი, ხოლო მთელი პროგრამის განმავლობაში შესაძლებელია შვიდი სერტიფიკატის მიღება. პროგრამის გახსნისა და დახურვის ცერემონიები ჩატარდება ფიზიკურად, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, დანარჩენი აქტივობები ვირტუალურად განხორციელდება.
გრიგოლ რობაქიძისა და ტეხასის A&M უნივერსიტეტები, პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივად განაგრძობენ განათლების სპეციალისტებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ შეუძლია გლობალურ თანამშრომლობას ადგილობრივი ლიდერობის გაძლიერება.
-
GRUNI-ს აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, პროფესორ ვლადიმერ პაპავას საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს ასისტენტ-პროფესორი ლისაბონის საერთაშორისო ვორკშოპში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი