IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის GRUNI-მ ლიდერობის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო
20 სექტემბერს, მოსწავლეებისათვის ლიდერობის საერთაშორისო პროგრამის (IYLCP) პირველი ვირტუალური სესია გაიმართა. პროგრამა, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და სინგაპურში დაფუძნებული ორგანიზაციის – „Global Citizen ducation Group“-ის, ერთობლივი პროექტია, უკვე მეორე წელია წარმატებით ხორციელდება და სპეციალურად IX-XII კლასების ქართველი, აზერბაიჯანელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი და ინდონეზიელი მოსწავლეებისთვის არის შექმნილი.
GRUNI-ს მიერ 23 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, IYLCP არის ინტენსიური, 9-კვირიანი, ონლაინპროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე ლიდერისათვის აუცილებელი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებაში ეხმარება.
სესიები ტარდება ინგლისურ ენაზე და მოიცავს თემებს:
- ხელოვნური ინტელექტი და ლიდერობა;
- დროის მენეჯმენტი და მიზნის დასახვის ხელოვნება;
- სტრესის მენეჯმენტი;
- ემოციური და კულტურული ინტელექტი;
- პრობლემისა და კონფლიქტის გადაჭრის გზები;
- მეწარმეობა;
- პროექტის მენეჯმენტი;
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკა.
პროგრამა 20 სექტემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოდან შერჩეულ 16 მონაწილეს შორის არიან მოსწავლეები: თბილისიდან, ქუთაისიდან, საჩხერიდან, ფოთიდან, უშგულიდან, ცაგერიდან, ტყიბულიდან და საწირიდან.
პროგრამას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობენ: რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე, რექტორის მოადგილე და ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, მენეჯმენტისა და მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ თაქთაქიშვილი.
პირველ სესიაზე გრუნის პროფესორებმა მონაწილეებს პროექტში გამარჯვება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს მიენიჭა „ბრწყინვალების ჯილდო განათლებაში“
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
„მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაცია საქართველოში“ – GRUNI-ში საგრანტო პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში – 28 თებერვალს GRUNI-ს ახალი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი