GRUNI-ს ასისტენტ-პროფესორი ლისაბონის საერთაშორისო ვორკშოპში მონაწილეობდა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლელა გოგინავა ლისაბონის (პორტუგალია) საერთაშორისო ვორკშოპის მუშაობაში მონაწილეობდა და მოდერირებას უწევდა პირველ სესიას.
უნივერსიტეტის მიერ 24 ნოემბერს გამოქვეყნებული ინგორმაციით, ვორკშოპი ორგანიზებული იყო მიგრაციის მკვლევართა საერთაშორისო ჰაბის (IMISCOE) განათლებისა და სოციალური უთანასწორობის საკითხებზე მომუშავე მუდმივი კომიტეტისა (EduSocial) და ლისაბონის უნივერსიტეტის სოციოლოგიის კვლევისა და სწავლების ცენტრთან არსებული მიგრაციის, მობილობისა და ეთნიკურობის კვლევითი ჯგუფის (CIES-Iscte) მიერ.
ვორკშოპმა თავი მოუყარა კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მყოფ მკვლევრებს — დოქტორანტებს, ადრეული კარიერული საფეხურის მკვლევრებსა და ცნობილ მეცნიერებს, რითიც ხელი აკადემიურ თანამშრომლობასა და ახალი კვლევების გაზიარებას შეუწყო.
ლელა გოგინავა, როგორც ვორკშოპის თემის იდეის ავტორი, ღონისძიების თანაორგანიზატორადაც მიიწვიეს, ხოლო როგორც IMISCOE-ს ქსელის ექსპერტი, ვორკშოპზე წარმოდგენილი კვლევის მომზადებაშიც მონაწილეობდა.
გრუნის ასისტენტ-პროფესორის მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო შეკრებაში, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტის ჩართულობას გლობალურ აკადემიურ საქმიანობაში.
-
20 მაისს GRUNI-ში სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პორტუგალიელი პროფესორი სტუმრობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი