GRUNI-ს ორი სტუდენტი სწავლას საფრანგეთში განაგრძობს
საფრანგეთის სიანს პო ბორდოს უნივერსიტეტთან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი – გვანცა ჩხიტუნიძე და ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის სტუდენტი – სალომე საღირაშვილი სწავლას ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში (Sciences Po Bordeaux) განაგრძობენ.
უნივერსიტეტის მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს Sciences Po Bordeaux-ს სერტიფიკატი გადაეცემათ, ხოლო GRUNI საფრანგეთში მიღებულ კრედიტებს აღიარებს.
GRUNI ულოცავს გვანცასა და სალომეს საფრანგეთის პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლას და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს!
-
20 მაისს GRUNI-ში სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პორტუგალიელი პროფესორი სტუმრობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი