GRUNI-ს პროფესორი საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნინო ჭაღიაშვილმა, მომხსენებლისა და ერთ-ერთი სესიის (გულის ტრანსპლანტაცია) ხელმძღვანელის სტატუსით, მადრიდში, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) კონგრესის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
GRUNI-ს მიერ 15 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მეცნიერმა წარადგინა მოხსენება – „პერიკარდიტი: დაავადების პროგრესირება თუ ICI-ით გამოწვეული გართულება?“
აღსანიშნავია, რომ კონგრესი წარმოადგენს საერთაშორისო ფორუმს, რომელშიც თანამედროვე მეცნიერება, კლინიკური პრაქტიკა და ინოვაციები ერთიანდება.
ESC-ის კონგრესში მიღებული გამოცდილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კარდიოონკოლოგია და გულის ტრანსპლანტაცია არის დარგები, რომელთა განვითარებაში საქართველოს მონაწილეობა არა მხოლოდ საჭირო, არამედ გარდაუვალი პროცესია. ეს არის ცოდნაზე, გამოცდილებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებული გზა, რომელიც პაციენტთა უფლებების დაცვასა და მათ გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს.
-
20 მაისს GRUNI-ში სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პორტუგალიელი პროფესორი სტუმრობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი