GE

GRUNI-ს რექტორის მრჩეველი ეპაგის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე, აირჩიეს, ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG) მმართველი საბჭოს წევრად.

ასოციაცია აერთიანებს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული 25 გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულებს და მისი მიზანია დასავლური განათლების მქონე პროფესიონალებისა და თანამოაზრეების ქსელის შექმნა. EPAG-ი არის პლატფორმა იდეების გენერირებისთვის, სივრცე – სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების დასაკავშირებლად, ამა თუ იმ სფეროს პროფესიონალთა ქსელის შესაქმნელად, სოციალური აქტივობების განსახორციელებლად. EPAG– ის მისიაა ქვეყანაში აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა, სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარება.

ანა აბესაძის, როგორც მმართველი საბჭოს წევრის, მისია იქნება ახალი პროექტების ინიცირებითა და განხორციელებით ასოციაციის საქმიანობასა და სტრატეგიულ დაგეგმარებაში აქტიურად ჩართვა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია 2022 წლის იანვრიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის წარმატებული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე მეორე წელია გრუნის სტუდენტები მენტორობის პროგრამაში არიან ჩართული.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური