GRUNI-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამა – ძირითადი უპირატესობები და დასაქმების შესაძლებლობები
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა გთავაზობს შესაძლებლობას, მიიღო თანამედროვე იურიდიული განათლება და მოიპოვო კარიერული წარმატება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
პროგრამა აერთიანებს როგორც კვლევით-თეორიულ, ისე ძლიერ პრაქტიკულ კომპონენტებს და მის განხორციელებაში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები.
გრუნის სამართლის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი უპირატესობებია:
კრიმინალისტიკის ლაბორატორიული ცენტრი – აღჭურვილია უახლესი კრიმინალისტიკური ტექნიკით, ოპტიკური და ციფრული მიკროსკოპებით, დაქტილოსკოპიური მასალებით, საგამომძიებლო ქეისებით, ციფრული ფოტოტექნიკით და ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არ მოეპოვება.
დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის – მედიაციის ცენტრი – პროფესიონალ მედიატორებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებ ალტერნატიული დავის გადაწყვეტის პოპულარიზაციაში, ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებსა და იმიტირებულ პროცესებში.
უცხოენოვანი სამართლის მოდული – ინგლისურ და გერმანულენოვანი კურსები, რომლებიც დაგეხმარება, განივითარო პროფესიული უცხოენოვანი კომპეტენციები.
საერთაშორისო მობილობა და პარტნიორობა – ერასმუს+ და სხვა გაცვლითი პროგრამები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში (საფრანგეთი, გერმანია, აშშ, უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვ.).
დასაქმების შესაძლებლობები – საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებში, სამართალდამცავ სტრუქტურებში, კერძო სექტორში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად, აუცილებელია საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება სპეციალობასა და ინგლისურ ან გერმანულ ენაში (აპლიკანტები, რომლებსაც აქვთ მინიმუმ B2 დონის საერთაშორისო სერთიფიკატი, თავისუფლდებიან ენის ტესტისგან).
-
GRUNI-ში ლიდერობის პროგრამა – IYLCP საზეიმოდ დაიხურა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, პროფესორ ვლადიმერ პაპავას საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი