GRUNI-ს სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარი „მთის მდგრადი განვითარების სწავლება“ გაიმართა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ლექცია-სემინარი „მთის მდგრადი განვითარების სწავლება“ გაიმართა.
GRUNI-ს მიერ 24 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საერთაშორისო პროექტი კონკურენტული ინოვაციის ფონდის პროექტის – SUSMAUN (საგრანტო ხელშეკრულება CIF-2-2024-05), ფარგლებში დაიგეგმა.
პროექტი უზრუნველყოფდა: დაცულ ტერიტორიაზე საცხოვრებელს კარვებით, ტრანსპორტირებას, საფეხმავლო მარშრუტების გავლასა და სხვადასხვა აქტივობას. სწავლება ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში, ქართველმა და იტალიელმა პროფესორებმა – მაკა ფირანაშვილმა, მაია მელაძემ, სტეფანო კორსიმ, ანამარია ჯორჯიმ და რიკარდო გაჯეტიმ, სტუდენტებისთვის ტრენინგები ჩაატარეს. GRUNI-ს პროფესორებმა სტუდენტებთან მთიან რეგიონებში საფეხმავლო ტურის დაგეგმვის საკითხი განიხილეს.
საერთაშორისო სკოლა – პროექტში მონაწილეობდნენ მთის საკითხებით დაინტერესებული ქართველი და უცხოელი სტუდენტები, რომლებიც გაეცნენ: მთის მდგრადი განვითარების პრობლემებსა და სახელმწიფო პოლიტიკას; საერთაშორისო თანამშრომლობას მთის რეგიონებში; ბუნებრივ საფრთხეებსა და მისგან გამოწვეულ კატასტროფებს; STEM სწავლებას; საველე პირობებში დრონისა და გის ტექნოლოგიების საცდელ გამოყენებას, დაცული ტერიტორიების როლს მთის განვითარებაში და სხვა.
პროექტის პარტნიორები გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მილანის უნივერსიტეტი იყვნენ.
-
GRUNI-ს მკვლევართა სტატია საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს ყველაზე მასშტაბური პროექტი – teen academy დაიწყო
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი