GE

GRUNI-ში პროექტი „ბავშვები ბავშვებისათვის“ დასრულდა

პროექტი „ბავშვები ბავშვებისათვის“ 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და მიზნად ისახავდა მოზარდების დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ფორმირებას, მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული, კულტურული, ღირებულებების პატივისცემის განმტკიცებას, სხვებზე ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებას, ტოლერანტობისა და სოლიდარობის პრინციპების დამკვიდრებას.

პროექტი რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში თბილისისა და რეგიონების 1800 მოსწავლე მონაწილეობდა.

საანგარიშო პერიოდში მოსწავლეები პროექტის ინიციატორის, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე – პრეზიდენტის, გრუნის ლექტორის – სოფიო კილაძისა და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრის დახმარებით, ეტაპობრივად ამუშავებდნენ, ხვეწდნენ, ახორციელებდნენ და წარმოადგენდნენ თავიანთ ნამუშევრებს.

2024 წლის ივლისში მოსწავლეებმა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული 19 საუკეთესო პროექტი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების, პედაგოგებისა და მშობლების წინაშე საჯაროდ წარადგინეს: გარემოზე ზრუნვა, სოციალური პროექტები, ადრეული ქორწინება, კონფლიქტების მართვა, სახელმწიფო ენის დაცვა-განმტკიცება, სკოლაზე, მშობლიურ სოფელზე ზრუნვა, მოხალისეობრივი და საქველმოქმედო საქმიანობა, შშმ მოზარდების ინტეგრაცია, ემპათია და სიკეთის კეთება, პატრიოტიზმი – ეს ის საკითხებია, რომლებიც მოზარდებმა არა მარტო მოამზადეს პროექტების სახით, არამედ, სკოლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით, განახორციელეს კიდეც და თანატოლებისა და უფროსების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

საკონკურსო კომისიამ პროექტის მთავარი პრიზი – ტური ევროპაში (ბრიუსელში) – გადასცა 3 გუნდს:

პროექტი: „ბავშვებისათვის“ – ნიკოლოზ ჯახველაძე, აკა მოლაშხია – თბილისის 161-ე საჯარო სკოლა;

პროექტი: „ვისწავლოთ ერთად, ვიცხოვროთ ერთად“- ანა მიქაბერიძე, ანნა კვიცარიძე – ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის №2 საჯარო სკოლა;

პროექტი: „სიკეთე გადამდებია“ – საბა კურტანიძე, ზურა მარაქველიძე – ზესტაფონის №4 საჯარო სკოლა;

უნივერსიტეტმა „გრუნის რჩეულად“ დაასახელა გუგა კიკუტაძე, თბილისის №175 საჯარო სკოლის მოსწავლე – პროექტი: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით” – პრიზი: ტური ევროპაში (ბრიუსელი);

საუკეთესო პროექტების წარდგენისათვის საერთაშორისო ახალგაზრდულ სემინარებში მონაწილეობის უფლება მიიღეს მოსწავლეებმა:

ბარბარე ცხადაძემ, გიორგი ხაჩიძემ – დაბა სურამის №3 საჯარო სკოლა, პროექტი: „ფუსტი ივერსიისა“;

თეკლა გოთოშიამ, ანანო ასათიანმა – პირველი მაისის საჯარო სკოლა, პროექტი: „დაკარგული ბავშვობა“;

ციცი ფალელიშვილმა – ტინისხიდის საჯარო სკოლა, პროექტი: „ერთმანეთისთვის შეზღუდვების გარეშე“;

ანანო კოშაძემ – ხოვლეს საჯარო სკოლა, პროექტი: „ჩვენი სამშობლო ჩვენი სოფლიდან იწყება“;

ლელა კვენიაშვილმა – თბილისის №175 საჯარო სკოლა, პროექტი: ,,ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით”;

ნინო და მარიკო უსტიაშვილებმა – გიორგი ლეონიძის სახელობის საჯარო სკოლა, პროექტი: „ახალგაზრდული სივრცე“;

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდნენ მოსწავლეები:

თამარ ზურაბაშვილი – „ყველაზე წიგნიერი პროექტი“;

თაკო ჩოკორაია – „ყველაზე სახალისო პროექტი“;

ვარტუი აკოპიანი, ჰრანტ პოგოსიანი – „ყველაზე ეფექტიანი პროექტი“;

რობიკო ოზბეთელაშვილი – „ყველაზე სერიოზული პროექტი“;

მარიამ საათაშვილი, ნინო კაჯიშვილი – „ყველაზე ბედნიერი პროექტი“;

ზიზი დვალიშვილი, ქეთევან გვალია – „ყველაზე მზრუნველი პროექტი“;

ლალიტა გერაძე – „ყველაზე თანამედროვე პროექტი“;

ნიტა თურქაძე, გიორგი ქარჩხაძე – „ყველაზე მასშტაბური პროექტი“;

თამარ გაზდელიანი – „ყველაზე მუსიკალური პროექტი“;

უნივერსიტეტი ულოცავს მოსწავლეებს, მათ პედაგოგებსა და სკოლებს პროექტის წარმატებით დასრულებას!

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური