GRUNI-ში პროექტი „ქართული თვითმყოფადობა“ გრძელდება
2025 წლის 5 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთობლივი პროექტის – „ქართული თვითმყოფადობა“, ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ აკადემიკოსი ავთანდილ არაბული და პროფესორი – თამაზ ჯოლოგუა.
სტუდენტებთან გამართულ საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრაზე, რომელიც გრუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით შედგა, პროფესორმა თამაზ ჯოლოგუამ მიმოიხილა დიმიტრი ყიფიანის კულტურულ-ლიტერატურული მოღვაწეობა, ისაუბრა მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და კულტურული ვითარებისა და დიმიტრი ყიფიანის, როგორც კავკასიის მმართველთა რეაქციულ -რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლის, შესახებ.
აღინიშნა, რომ მისი ღვაწლი ეროვნული განათლების, ქართული ენის შენარჩუნებისა და საზოგადოების განვითარების მოწესრიგების საქმეში განსაკუთრებულია, რაც თვალსაჩინო ადგილს მიაკუთვნებს მას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
გრუნი განაგრძობს საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების ორგანიზებას სტუდენტებთან, რათა ახალგაზრდებს ახსოვდეთ ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომლებმაც განსაზღვრეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობა, დამოუკიდებლობა, უნიკალური კულტურა და ფასეულობები.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს მიენიჭა „ბრწყინვალების ჯილდო განათლებაში“
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
„მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაცია საქართველოში“ – GRUNI-ში საგრანტო პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში – 28 თებერვალს GRUNI-ს ახალი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი