გრუნის მედიაციის ცენტრის პირველი პროექტი
პირველი პროექტი, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრი განახორციელებს, თბილისის მერიის „ჩემი ადვოკატის“ ბენეფიციარების უსასყიდლოდ მომსახურებას გულისხმობს.
პროექტს ხელმძღვანელობს „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ თბილისის მერიის „ჩემი ადვოკატის“ სამსახურთან ერთად.
პროექტში ჩართული არიან გრუნის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, რომლებმაც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრის აპარატის უფროსის, მედიატორ ნინა გერსამიას ხელმძღვანელობით გაიარეს შესაბამისი მომზადება და პროექტის ფარგლებში მიღებული საქმეების წარმოებას ტექნიკურად უზრუნველყოფენ.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ყოველმხრივ ხელს უწყობს დავის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა – პოპულარიზაციას საქართველოში და წარმატებას უსურვებს ახლად დაფუძნებულ ცენტრს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
- გრუნის ასისტენტ-პროფესორის სამეცნიერო სტატია „Environment and Society“-ში by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ში ტეხას ა&მ უნივერსიტეტის გაზაფხულის სემესტრის კვლევითი სემინარები დასრულდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს ჟურნალისტიკის პროგრამის პროექტმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს კონკურსში გაიმარჯვა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი