GE

იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით შედგენილ I კლასის „დედაენას“ გრიფის მოქმედების ვადა გაუგრძელდა – ბრძანება

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

კერძოდ, განათლების მინისტრის (დროებით მოვალეობის შემსრულებლის ავტ.) მიერ ხელმოწერილი და დღეს გამოქვეყნებული ცვლილებიდან ვიგებთ, რომ იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით შედგენილ I კლასის სახელმძღვანელოს – „დედაენას“ გრიფის მოქმედების ვადა გაუგრძელდა.

„ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე სახელმძღვანელოს/სერიის შემუშავების მიზნით შექმნილი სპეციალიზებული კომისიის მიერ შემუშავებულ, იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით შედგენილ I კლასის სახელმძღვანელოს – „დედაენას“ (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) გრიფის მოქმედების ვადა გაუგრძელდეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე სახელმძღვანელოს/სერიის შემუშავების მიზნით შექმნილი სპეციალიზებული კომისიის მიერ იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით შედგენილი I კლასის სახელმძღვანელოს – „დედაენის“ განახლებული ვერსიისთვის სამინისტროს მიერ გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სასწავლო წლის დაწყებამდე”, – განმარტებულია ბრძანების ახლადდამატებულ პუნქტში.

გარდა ამისა, ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით წარსულში დამტკიცებული დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტების საფუძველზე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები სასწავლო პროცესში გამოყენებულ უნდა იქნეს 2022 წლის 8 ნოემბრის №119/ნ ბრძანებით დამტკიცებული დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტების საფუძველზე დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ მომენტიდან კი ეროვნული სასწავლო გეგმით დამტკიცებული დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარატების საფუძველზე, წარსულში გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს შეუწყდებათ გრიფის მოქმედების ვადა.

ასევე იხილეთ:

I-VI კლასების განახლებული სტანდარტები საგნების მიხედვით განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური