I-VI კლასების განახლებული სტანდარტები საგნების მიხედვით განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა
„2024 სასწავლო წლიდან განახლებული სახელმძღვანელოები შევა დაწყებითი საფეხურის სხვა კლასებშიც“, – ამის შესახებ შვიდ დეკემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომელიც დაწყებით საფეხურზე საგნობრივი სტანდარტების განახლებას ეძღვნება.
სტანდარტები ნოემბრის თვეში დამტკიცდა და საკანონმდებლო მაცნეზეც გამოქვეყნდა, თუმცა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფაილებში საგნების მიხედვით ცვლილებებია შესული.
„დამტკიცდა დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) განახლებული სტანდარტები ყველა საგანში. სტანდარტების საფუძველზე დაწყებულია სახელმძღვანელოების ცვლილების პროცესი: 2023 წლისთვის განახლებული სახელმძღვანელოები შევა I და II კლასების ყველა საგანში, I-დან IV კლასის ჩათვლით მუსიკასა და ფიზიკურ აღზრდაში“, – ვკითხულობთ რეფორმების ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დაწყებითი საფეხურის სტანდარტი საგნების მიხედვით:
ქართული ენა და ლიტერატურა
ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის)
მათემატიკა
პირველი უცხოური ენა (ინგლისური ენა)
მეორე უცხოური ენა
საზოგადოებრივი მეცნიერებები
ბუნებისმეტყველების სტანდარტი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მუსიკა
ფიზიკური აღზრდა
აქვე, კიდევ ერთხელ გთავაზობთ ჭადრაკის სტანდარტს, რომელიც ახლა შეიქმნა.
ასევე იხილეთ:
-
მთავრობამ ისევ გაზარდა 2026 წელს მაგისტრატურის საფეხურზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა – დადგენილება
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
როდის იწყება უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წელი და პირველკურსელთა რეგისტრაცია (19 აგვ, 12:00)
by ARIS.GE-განათლება