GE

იბსუ გარემოსდაცვით საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმს შეუერთდა

იბსუ გარემოსდაცვით საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმს შეუერთდა.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, პლასტიკისგან თავისუფალი კვირეულის ფარგლებში, შვედური ინსტიტუტისა და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელმა უმასპინძლა. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სასწავლო დაწესებულებასთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობა იბსუ-ს რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანმა მიიღო.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული გაერთიანებები და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციები. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა სიმბოლურ მემორანდუმს გარემოსდაცვით საკითხებში თანამშრომლობის მიზნით.

მრგვალი მაგიდის ფორმატი გარემოზე პლასტიკის მავნე გავლენისგან არსებული გამოწვევების განხილვისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის შეიქმნა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური