GE

ინგლისური ენის IV ვარიანტის შესახებ გამოცდების ცენტრი დამატებით განმარტებას აქვეყნებს

ინგლისური ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტის მეოთხე ვარიანტის მეორე დავალების პირველ საკითხთან დაკავშირებით გამოცდების ცენტრმაც და სხვა სპეციალისტებმაც EDU.ARIS.GE-სთან თავიანთი პოზიციები უკვე დააფიქსირეს.

საქმე ინგლისური ენის ტესტში ერთ-ერთ დავალებას ეხება, რომელშიც ტექსტია მოცემული. შემდეგ კი ტექსტიდან ამოკრეფილ მოსაზრებებზე აპლიკანტებმა უნდა დაწერონ სწორია იგი, თუ არა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აბიტურიენტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ  სწორი პასუხი დაწერეს, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მათი პასუხი არასწორად იქნა მიჩნეული. აბიტურიენტების აზრს იზიარებენ სხვა სპეციალისტებიც, თუმცა გამოცდების ცენტრი ამბობს, რომ მათ ნაშრომი სწორად გაასწორეს.

ინგ1დამატებითი განმარტება საკითხზე გამოცდების ცენტრისთვის ამჯერად, უცხოური ენების ჯგუფის კონსულტანტიმა, ინგლისური ენის ტესტების რედაქტორმა, ჩრდილო არიზონას უნივერსიტეტის ლინგვისტიკის და ინგლისური ენის სწავლების მაგისტრმა კევინ ჰირშიმ ვიდეოგანმარტების სახით გააკეთა.

აქვე გთავაზობთმისი კომენტარის ზუსტ თარგმანს:

„მეორე დავალების პირველი საკითხი იმიტომაა რთული, რომ მასში გამოყენებულია სიტყვა „hardly“. „Hardly” შედარებით ნაკლებად გამოყენებადი სიტყვაა. მისი ხმარება ოდნავ განსხვავებულია სალაპარაკო და ლიტერატურულ ინგლისურში. სალაპარაკო ინგლისურში ეს სიტყვა ხშირად ნიშნავს „თითქმის არა“-ს ან „ძირითადად არანაირ“-ს. ამავე დროს, როგორც გაზეთებში, ისე ლიტერატურაში ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც „hardly“ ატარებს „უმნიშვნელო გამონაკლისის“ მნიშვნელობას. პიკასოს შესახებ მოცემული ტექსტის შემთხვევაში საუკეთესო პასუხი I საკითხზე არის: „სწორია“ ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს დებულება შემდგომ განმარტებული არ არის და შესაძლებელიც კი იყო, რომ „hardly“-ს აქ მართლაც ჰქონოდა „უმნიშვნელო გამონაკლისის“ მნიშვნელობა, თუმცაღა, ტექსტში არსად არის მოცემული ეს „უმნიშვნელო გამონაკლისი“. და მეორე, ეს ზმნიზედა ამ შემთხვევაში გამოყენებულია კემბრიჯის ლექსიკონში მოცემული მეორე მნიშვნელობით, რომლის მიხედვითაც „არანაირი უმნიშვნელო გამონაკლისი არ არსებობს“. მართლაც, ჩვენ არაფერი არ ვიცით „გამონაკლისის“ შესახებ. ამგვარად, საუკეთესო პასუხი არის „True“, – აცხადებს კევინ ჰირიში.

დამატებით კომენტარს აკეთებს ასევე გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელიც:

„ვეთანხმები ჩემი ამერიკელი კოლეგის მოსაზრებას. დავამატებ, რომ ჩვენი ტესტის მეორე დავალება არ არის ლექსიკური დავალება, სადაც სიტყვის მნიშვნელობა მოწმდება იზოლირებულად, კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. ეს არის წაკითხულის გააზრების დავალება და სიტყვის კონკრეტულ მნიშვნელობას დიდწილად განაპირობებს ის კონტექსტი, რომელშიც ეს სიტყვაა გამოყენებული. სიტყვა „hardly“, განსხვავებით მისი ქართული თარგმანისაგან, არის უარყოფითი სემანტიკის მქონე (almost not/certainly not. Ref.: http://bit.ly/2foFwSU). ჩვენი ტექსტის კონტექსტი კიდევ უფრო აძლიერებს სიტყვის სწორედ ამ „უარყოფით“ მნიშვნელობას და გამორიცხავს საპირისპიროს. ტექსტის არც ერთ მონაკვეთში არ არის მცირეოდენი მინიშნებაც კი იმაზე, რომ, მაგალითად, არსებობდნენ სხვა, პიკასოსნაირი პროდუქტიული მხატვრები ან, რომ მაგალითად, პიკასო იყო ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მხატვარი და ა. შ. პირიქით, ტექსტის პირველ აბზაცში მოცემული ყოველი წინადადება ამყარებს იმ აზრს, რომ „არც ერთ სხვა მხატვარს არ დაუხატავს იმდენი სურათი, რამდენიც პიკასომ დახატა“.

„ამგვარად, ამ საკითხის ერთადერთი სწორი პასუხია „True“. პასუხი არ შეიცვლება აპელაციის შემთხვევაშიც“, – უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე.

სადავო თუ შეცდომა – ინგლისური ენის სპეციალისტები გამოცდების ცენტრს არ ეთანხმებიან

არის თუ არა შეცდომა ინგლისური ენის ტესტის პასუხებში – “ნაეკის” პასუხი აბიტურიენტებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური