„ინგლისური უფრო გამიმარტივდა, ვიდრე ქართული“ – აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდის შემდეგ
„ინგლისური, მგონი, ყველას გვიმარტივდება. დღეს ტესტი ქართულზე მარტივად ვწერე. სიმღერ-სიმღერით გამოვედი“, – ასეთ შეფასებას EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტები უცხოური ენის, კერძოდ კი ინგლისურის ტესტირებიდან გამოსული აბიტურიენტების უმრავლესობისგან ისმენენ.
დღესაც, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი საგამოცდო ცენტრებიდან გამოსული აბიტურიენტების უმრავლესობა სწორედ უცხოური ენის ტესტის სიმარტივეზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ “ინგლისური მაგრად იციან და წერა საერთოდ არ გასჭირვებიათ”.
“ძალიან ადვილი იყო, ყველაფერი ძალიან მაგრად დავწერე. ინგლისურის დიდად არც მეშინოდა, რადგან ძალიან კარგად ვიცი. ქართულის ცოტა მეშინოდა. დღეს თემა ეხებოდა 18 წლის პირებს – როდესაც ადამიანები გახდებიან 18 წლის, უნდა მიიღონ თუ არა გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად. ინგლისური უფრო გამიმარტივდა ვიდრე ქართული. ისტორია დამრჩა. მაგაზეც ისე არ ვნერვიულობ, როგორც ქართულზე ვღელავდი”, – გვეუბნება ლიზი ბასილაძე, რომელიც 8 ივლისის გამოცდაზე ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
აბიტურიენტებმა ინგლისურის პირველ სესიაზე ესე შემდეგ თემაზე წერეს: “უნდა შეეძლოს თუ არა 18 წლის ადამიანს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება”.
თბილისის 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული გიორგი ფორჩხიძე გვიხსნის, რომ იმაზე რთულ ტესტებზე უმუშავია, ვიდრე დღეს გამოცდაზე ჰქონდა:
“სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მარტივი ტესტირება იყო. უფრო რთული ვარიანტები ონლაინ გამიკეთებია. ჩემი აზრით, ბევრად რთული უნდა ყოფილიყო, რადგან მაინც ეროვნული გამოცდებია. დავწერე ესე, სადაც გვეკითხებოდნენ – “რამდენად დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება 18 წლის ადამიანმა”. მე დავწერე, რომ უნდა გაითვალისწინოს სხვების აზრი – მაგალითად ოჯახის წევრებისა და მეგობრების. საბოლოოდ, გადაწყვეტილება კი მაინც მან უნდა მიიღოს. მოსასმენ დავალებაზე გეტყვით, რომ ადვილად გავიგე, ნამდვილად არ გამიჭირდა”
ჩვენს მიერ გამოკითხული ათობით აბიტურიენტი ამბობს, რომ მათ საგამოცდო სექტორებში ყველა აბიტურიენტი კარგ განწყობაზე იყო და უცხო ენის გამოცდაზე ფაქტობრივარ არავინ ღელავდა.
8 ივლისს გამოცდა უცხოურ ენებში აბიტურიენტებისთვის ტარდება, ხოლო საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა – მასწავლებლობის მსურველებისათვის.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ესაუბრნენ ანა ჯიქია და მარიამ იმერლიშვილი
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება