GE

ინტერნეტი თუ ბიბლიოთეკა? – რას ირჩევენ ახალგაზრდები და რატომ

თანამედროვე სამყაროს ინტერნეტიზაციასთან ერთად სულ უფრო აქტუალური და პოპულარული ხდება კითხვაავნებს თუ სასარგებლოა ინოვაციური ტექნოლოგიები ახალგაზრდა თაობისთვის?

საზოგადოების ნაწილი შეკითხვაზე შაბლონურად და რადიკალურად პასუხობს – რომ ინტერნეტი დროის არაეფექტურად ხარჯვის „საუკეთესო საშუალებაა“, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ შეფასების არგუმენტირებული განმარტება არ კეთდება.

საზოგადოების მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ინტერნეტმა სამყარო უფრო მოხერხებული, სწრაფი და კომპაქტური გახადა, რადგან დროთა განმავლობაში სულ უფროდაუფრო ვითარდება ვირტუალური სამყარო და ყოველი ახალი ცვლილება ადამაინის ყოველდღიურობის გამარტივებისთვისაა გამოგონილი. მაგალითად, თუკი ადრე არ არსებობდა ონლაინ ბანკი და ადამიანს გზავნილის მისაღებად ან საკუთარი დანაზოგის გამოსატანად ბანკის რიგში დგომა, უამრავი ბიუროკრატიული პროცედურის გავლა და სხვა დამღლელი მოქმედებები სჭირდებოდა, დღეს ამ ყველაფრის გაკეთება საკუთარი სამუშაო მაგიგიდან ან სულაც, მობილური ტელეფონიდან – ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელია.

ინტერნეტის ავკარგიანობაზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება და  ობიექტურ არგუმენტებს ორივე მხარის არგუმენტები შეიცავს, ამიტომ რთულია, რადიკალურად გაეცეს პასუხი შეკითხვასახარჯვინებს თუ არა ინტერნეტი დროის დიდ ნაწილს ადამიანებს და დაშორდნენ თუ არა ახალგაზრდები ამის გამო წიგნებს?

რა გავლენა აქვს მოზარდის/სტუდენტის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე თანამედოვეობის ამ გამოწვევას და რამდენად ცვლის ადამიანის აზროვნების მექანიზმს ინტერნეტი?!

ფსიქოლოგი თეო ლომთაძე აცხადებს, რომ ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე არგუმენტები ბევრი გამოიძებნება, თუმცა მთავარი საკითხი, რაც ყველაზე საყურადღებოა არის ის, რომ ინტერნეტის ხშირი გამოყენება დამოკიდებულებას იწვევს, რამაც შესაძლოა, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. მისი თქმით, ამ დამოკიდებულებისგან ადამიანის გათავისუფლებაც შესაძლებელია, თუმცა დიდი ძალისხმევაა საჭირო.

f0bc6a23-0c04-4fb1-8355-ab3f9621aa4aროგორც ლომთაძე აღნიშნავს, ინტერნეტდამოკიდებულებისგან გადაჩვევა ფაქტობრივად ცხოვრების წესის შეცვლის ტოლფასია, ამიტომ, ამის გაკეთება დამოუკიდებლად რთულია. ფსიქოლოგის აზრით, ინტერნეტდამოკიდებული ადამიანი გარემოცვისა და ოჯახის წევრებისგან ხელშეწყობას საჭიროებს, რათა ამ ჩვევისგან გათავისუფლება შეძლოს.

ძალიან ბევრს საუბრობენ ამ თემაზე თანამედროვე საზოგადოებაში. რა ზეგავლენა აქვს ინტერნეტს ახალგაზრდების გონებაზეუფრო მეტად დადებითია თუ უარყოფითია მისი როლი? – ეს კითხვები ხშირად ისმის, მაგრამ   გააჩნია რას როგორ იყენებენ ადამიანებიინტერნეტის, კომპიუტერის მთავარი ხიბლიის, რომ ადამიანს შეუძლია თავად მოახდინოს მანიპულირება, იქნება ეს ინტერნეტთამაში, იქნება ეს ინფორმაციის მოძიება თუ ნებისმიერის აქმიანობა, რაც დაკავშირებულია ინტერნეტის მოხმარებასთან, ხშირად იწვევს ხოლმე დამოკიდებულებას, რაც უკვე იწვევს პრობლემას. ინტერნეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანმა უფრო ადვილად მოახდინოს იდენტიფიცირება მასში არსებულ მასალასთან. განსაკუთრებით ეს ეხება ინტერნეტთმაშების მომხმარებლებს, რომლებსაც შეუძლიათ თავად იყონ გმირები, თავად მართონ გმირების ქმედებები და შემდეგ საკუთარი თავი გააიგივონ გარკვეული პიროვნული თვისებებით, ჩადონ მასში გარკვეული ტიპის ქმედებ და .. ეს განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს და მოზარდებს ეხებათ. შესაბამისად, დამოკიდებულების გაჩენას ეს ძალიან უწყობს ხელს, რამაც საბოლოოდ შესალოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს“,- ამბობს  Aris.ge-განათლებასთან ფსიქოლოგი.

სპეციალისტი განმარტავს, რომ თანამედროვე ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ სიახლეებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა გასათვალისწინებელია მისი გამოყენების გზებ და დანიშნულება.

ხშირად ხდება ისე, რომ დასაქმებული  მშობლები კომპიუტერს ან ტელევიზორს ბავშვების დასაკავებლად და გასართობად იყენებენ. უმეტესად, ტექნიკასთან ბავშვების და მოზარდის ურთიერთობა უკონტროლოა და ეს კიდევ უფრო აძლიერებს საშიშროებას, რომ პიროვნებას ძლიერი ინტერნეტდამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. ასეთ დროს შესლოა, ისეთი რამეებით უფრო დაინტერესდეს, რაც მის განვითარებაზე დადებით ზეგავლენას არ ახდენს.

რაც შეეხება წიგნის როლს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესშიფსიქოლოგი ამბობს, რომ ბეჭდურ წიგნს თავისი უნიკალური ფუნქცია აქვს და უახლოეს წლებში ამ ფუნქციის დაკარგვას და წიგნის აქტუალობის შემცირებას საფრთხე არ ემუქრება.

წიგნი ფანტაზიის სტიმულირების საშუალებას იძლევა. ახალგაზრას შეუძლია, თავის გონებაში წაროსახოს მოქმედი გმირების ქმედებები, სიუჟეტის გმირების ხასიათი, მოქმედებების სცენები და .. ეს ფანტაზიას ანვითარებს, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ინტერნეტით მოპოვებული ინფორმაცია არასათანადოდ და არაჯეროვნად უნდა შევაფასოთ. თუმცა ყველაფერს ადეკვატურობის ჩარჩო აქვსზომიერება აუცილებელია. როცა რაღაც ხდება უფრო დიდი დოზით და ჩვენი არსებობის დიდ ნაწილს იკავებს, ე.ი ის გახდა არა ხელემწყობი, არამედ ხელისშემშლელი.

მშობლები და მოზრდილები ხშირად ამბობენ, რომ ინტერნეტის პოპულარიზაციას ერთი მთავარი უარყოფითი ეფექტი აქვს –  ახალგაზრდები წიგნს დაშორდნენ. მათი თქმით, თანამედროვე თაობა სულ უფრო ნაკლებად კითხულობს ლიტერატურას და დროის დიდი ნაწილი სოციალურ ქსელებში გართობას ხმარდება. იძლევა თუ არა ეს შეფასება შეშფოთების საფუძველს და უახლოვდება თუ არა კაცობრიობასგაუნათლებელი ადამაინების ტალღა“, ალბათ ყველაზე უკეთ ბიბლიოთეკებში იციან.

ქვეყნის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მიღებული პასუხები განგაშის საფუძველს არ იძლევა. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მკითხველების რაოდეობა არ მცირდება. ამასთან, „წიგნების საცავმა“ თნამედროვეობასაც აუწყო ფეხი და  მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად საზოგადოებას ონლაინბიბლიოთეკა შესთავაზა.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წლებს  მკითხველთა გემოვნებაზე კვალის დატოვების გარეშე არ ჩაუვლია. შეიცვალა პრიორიტეტები, პოპულარული ლიტერატურული ჟანრები და ძველ და ყველასათვის ცნობილ  ავტორებთან ერთად, თანამედროვე თაობამ ახალი ფავორიტებიც აღმოაჩინა.

kekelidzeბეჭდური წიგნის მკითხველი უახლოეს წლებში  აუცილებლად იარსებებს და დაახლოებით იმავე პროცენტულობით, როგორც არსებობდა ეს  წლების განმავლობაშიაღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა თავად არის ჩართული დიგიტალიზაციაში და ყველაზე დიდი დიგიტალური  საცავიასიათასობით წიგნი, პლაკატი, აუდიო ფაილები  და ჩანაწერი სწორედ ჩვენ გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიბლიოთეკა მხოლოდ ბეჭდური წიგნების საცავი არ არის და ეროვნული ბიბლიოთეკა ცდილობს რომ ციფრულ სისტემაში გადაიტანოს ეს ყველაფერი. ეს თავისთავად იმას არ ნიშნავს, რომ ბიბლიოთეკას აქ მომსვლელთა რაოდენობა მოაკლდება. იმიტომ, რომ ჩვენი მასალების უმეტესობას საავტორო უფლებები იცავს და ის არის შიდა ინტერნეტწვდომაში, რაც ასევე კარგი გაგებით, მკითხველსაიძულებს,  მოაკითხოს ეროვნულ ბიბლიოთეკას“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

რაც შეეხება კითხვასუფრო მეტად რომელი მწერლები არიან პოპულარული მკითხველებშიადგილობრივი თუ უცხოელი ავტორები, კეკელიძე აცხადებს, რომ მისი პირადი დაკვირვებით, თანამედროვე თაობა უფრო მეტად უცხოელი ავტორებით ინტერესდება.

ამასთან დაკავშირებით, მე, როგორც ლექტორმა შემიძლია ჩემი პირადი დაკვირვება გაგიზიაროთ და  გითხრათ ამის შედეგი, რომ სტუდენტები –  ძირითადად, დაახლოებით 70%-მდე კითხულობს უცხოელ ავტორებს და მათ შორის დიდწილად ორიგინალში კითხულობენ, რაც  თავისთავად კარგია, მაგრამ კარგი არ არის ჩვენი ლიტერატურული პროცესისთვის. თუ გვინდა ქართული ლიტერატურის  გააქტიურება, თვალი უნდა მივადევნოთ ამ მაჯისცემასახალგაზრდა მკითხველს და ამის დაკვირვების შედეგად მივხვდებით რა ტიპის ლიტერატურაა მათთვის მიმზიდველირა აინტერესებთ და ..

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა წიგნიერების დონის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგიც შეაფასაგიორგი კეკელიძე ამბობს, რომ მისთვის დაუჯერებელია როგორ შეიძლება საქართველო განათლების დონის მაჩვენებლით საგანგაშო ზღვარს მიღმა იყოს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ერთერთი მოწინავეა წიგნების გამოცემისა და გაყიდვების მხრივ.

ეს შედეგი ჩემთვის ცოტა უცნაური იყო არა იმიტომ, რომ  მე მიმაჩნია რომ საქართველო განათლების თვალსაზრისით ნომერ პირველ ადგილზეა, არამედ იმიტომ რომ მე  ვიღებ კვლევებში მონაწილეობას, რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა და გულისხმობდა საქართველოში წიგნის  ბაზრის კვლევას. ეს ყველაფერი საოცრად  პროგრესულად ხდება განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო ეს კონტრასტისად მიდის ეს წიგნები, რომლებსაც ადამიანები ყიდულობენ და გამომცემლობები გამოსცემენ? ეს საკითხი დღემდე დაუდგენელია  და ცოტა გაუგებრობაში ვართ“,- აღნიშნა კეკელიძემ.

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი ლევან აბაშიძე ფიქრობს, რომ ზოგიერთმა მწერალმა დღეს დამკვიდრებული ტენდენცია უკვე დაიჭირა და სწორედ თანამედროვეობის მოთხოვნების საბამის ჟანრში მუშაობს

მსოფლიოში ცნობილი მწერლების გვერდით ნელნელა ქართველი ავტორებიც იმკვიდრებენ ადგილს. სულ უფრო პოპულარული ხდება თანამედროვე მწერლების ნამუშევრები, რომლებიც ძირითადად თანამედროვე ეპოქის გაშარჟებულ ან გაპიროვნებულ სცენებს შეიცავს. ჩვენც გვაქვს უამრავი საინტერესო და ძალიან კარგი წიგნი, ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს ადგილობრივი ბესტსელერებიზოგჯერ ტირაჟი იმდენად სწრაფად იწურება, რომ ხელახლა გამოსცემენ. მწერლებიც  უკვე აცნობიერებენ რა ტიპის წიგნები გვაინტერესებს ახალ თაობას და შესაბამისი პროდუქტიც იქმნებაზოგიერთი საკმაოდ ხარისხიანი, ოგი ნაკლებად, მაგრამ მაინც. ეს პროცესი საერთი ჯამში ძალიან კარგი და პოზიტიურია.

რაც შეეხება საკითხსუპირისპირდება თუ არა ინტერნეტი, ონლაინბიბლიოთეკები და სხვა ელექტრონული რესურსები კლასიკურ ბიბლიოთეკას, სტუდენტის თქმით, ამის გადაჭრით თქმა ამჟამად რთულია, რადგან ბიბლიოთეკას თავისი მნიშვნელოვანი ნიშა და როლი არ დაუკარგავს.

ჩვენი რესპონდენტების მონათხრობიდან გამომდინარე, რთულია გადაჭრით თქმა – დგას თუ არა რეალურად გაუნათლებელი თაობის მოახლოების საშიშროება. საზოგადოების ნაწილი ამ საკითხზე შუალედურ პასუხსაც იძლევა და ამბობს – კითხვის მოყვარულები და ნაკლებად ნაკითხი ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც იქნებიანო. ასევე რთულია დასკვნა – აკნინებს თუ არა ნაბეჭდ ლიტერატურას ინტერნეტი. ამ საკითხზე საკუთარი აზრის შექმნა მკითხველის პრეროგატივაა.

თუმცა ბოლოს აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველო და ქართველი ახალგაზრდები წიგნიერების დონის მაჩვენებლით საგანგაშო ზღვარს მიღმა არიან. ამაზე ბოლო დროს ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს. როგორც ცნობილია, აღნიშნული კვლევები რამდენიმე მიმართულებით ჩატარდა. კვლევით 9-10 წლის ასაკის მე-4 კლასელების კითხვის უნარები და ის ფაქტორები შეფასდა, რომლებიც მოსწავლის წიგნიერებაზე ახდენს გავლენას. ამ მიზნით საქართველოში 174 სკოლის დაახლოებით 4 800-მდე მოსწავლე შეფასდა. მსოფლიოს 45 ქვეყნას შორის, ქართველ ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი – 488,  მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებლებს.

წიგნიერებაში მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით, პირველ ადგილზე ჰონკონგია 571 ქულით, შემდეგ რუსეთი – 568, იგივე მაჩვენებელი აქვს ფინეთსაც. კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წელთან შედარებით, წიგნიერებაში ქართველი მოსწავლეების მიღწევები უმნიშვნელოდ, მხოლოდ 17 ქულით გაუმჯობესდა. ამ მონაცემების გასაუმჯობესებლად სახელმწიფომ სტრატეგიაც შეიმუშავა.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური