ის სკოლები და ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, შენობის დეზინფექციას კვირა დღეს განახორციელებენ
დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.
EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, რა პერიოდში მოხდება იმ სკოლებისა და საბავშვო ბაღების დეზინფექცია, სადაც საარჩევნო უბნებია მოწყობილი და მიეცემათ თუ არა ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებს საკმარისი დრო სივრცის მოსაწესრიგებლად, რომ ორშაბათს მოსწავლეები და აღსაზრდელები ჩვეული განრიგით მიიღონ.
თბილისში საარჩევნო უბანი 104 საბავშვო ბაღშია მოწყობილი.
როგორც 29 ოქტომბერს, ბაღების მართვის სააგენტოი განგვიცხადეს, ბაღებს აქვთ რეკომენდაცია, რომ შენობის სადეზინფექციო და მოსაწესრიგებელი სამუშაოები 31 ოქტომბერს განახორციელონ და ორშაბათს, 1-ელ ნოემბერს, სააღმზრდელო პროცესი ჩვეული განრიგით განაახლონ. (საუბარია იმ საჯარო ბაღებზე, სადაც სააღმზრდელო პროცესი კორონავირუსის გამო, დროებით შეჩერებული არ არის. ავტ).
რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, როგორც EDU.ARIS.GE-ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუმარტეს, აქაც სკოლების დეზინფექცია კვირა დღეს უნდა განხორციელდეს და სასწავლო პროცესი ორშაბათს ჩვეულებრივ გაგრძელდება.
საარჩევნო უბნები საქართველოს მასშტაბით ასეულობით სკოლაშია მოწყობილი. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აგვიხსნეს, ზუსტი რაოდენობა მათ დამუშავებული არ აქვთ.
ასევე იხილეთ:
- განათლებაში ამ პროექტის განხორციელებას მთელი ყურადღება დაეთმობა – პრემიერ-მინისტრის განცხადება by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები
- ის, რაც საბავშვო ბაღის თანამშრომელმა და აღსაზრდელის მშობელმა უნდა იცოდეს – ცვლილება კანონში by ARIS.GE-განათლება