ისევ იკრძალება თუ არა ორდღიანი ექსკურსია – განათლების სამინისტროს პასუხი ცვლილებაზე
სასკოლო ექსკურსიებზე მანძილის, ასევე ორდღიანი ექსკურსიის მოწყობაზე შეზღუდვა მოხსნილია.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 5 მაისს განუცხადეს, სკოლებს უკვე მიღებული აქვთ ექსკურსიებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები და მშობლებს ექსკურსიის ორგანიზებამდე მის გაცნობას ურჩევენ.
“სკოლებში ყველანაირი რეგულაციები გადაგზავნილია და სკოლამ უნდა გააცნოს მშობლებს. ახალი რეგულაციებია, ამიტომ სკოლამ ყველა მშობელს უნდა გააცნოს. შეზღუდვა მანძილზე მოხსნილია და ორდღიანზეც არ არის, მაგრამ კიდევ არის რაღაც დეტალები, მაგალითად მანძილზე მძღოლებთან დაკავშირებული რეკომენდაციებია, ასევე ტრანსპორტზე… დეტალური ინფორმაცია გაგზავნილია სკოლებში, შეგიძლიათ მოითხოვოთ და გაეცნოთ. შემდეგ იმის მიხედვით უნდა შეასრულოთ ყველაფერი, სკოლას აცნობოთ და წახვიდეთ ექსკურსიაზე”, – განგვიცხადეს განათლების სამინისტროში, სადაც ჩვენ მოსწავლის მშობლის სტატუსით დავრეკეთ.
ცნობისთვის, გასულ წლებში აიკრძალა ორ და მეტდღიანი ექსკურსიები. გარდა ამისა, საექსკურსიო ადგილის შერჩევისას ყურადღება უნდა გამახვილებულიყო მანძილზეც – მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდა 150 კილომეტრს.
EDU.ARIS.GE-ს თბილისის საჯარო სკოლებსაც დაუკავშირდა, თუმცა როგორც ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორისგან მოვისმინეთ, განახლებული რეგულაციები, სადაც მანძილისა და ორ ან მეტდღიან ექსკურსიაზე შეზღუდვა მოხსნილია, არ აქვთ.
ასევე იხილეთ:
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება