GE

ისტორია და მათემატიკა – აბიტურიენტის რა ცოდნა შემოწმდება ამ საგნების ტესტებით

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნებიდან ისტორიის შემდეგ, ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკის გამოცდას ჩააბარებს. ისტორია მათემატიკა 13 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულია რა მოთხოვნები აქვს ტესტს გამოსაცდელისადმი და რა ცოდნას შეამოწმებს ისტორიის და მათემატიკის ტესტებში მოსული დავალებები:

გამართლებულია თუ არა მათემატიკის ეროვნულ გამოცდაში მინიმალური ბარიერი 11 ქულა იყოს? – რას ამბობს სპეციალისტი

ისტორიის გამოცდაზე შეფასდება:

– ფაქტობრივი მასალის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი;

– ისტორიული ცნებების, ტერმინების ადეკვატური გამოყენება;

– ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენა;

– ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა;

– ისტორიულ მოვლენათა/ისტორიულ წყაროთა შორის მსგავსებისა და განსხვავებების მიგნება და შედარებითი/კრიტიკული ანალიზი;

– ისტორიული რუკების კითხვა და მოპოვებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია;

– ისტორიული მოვლენების ანალიზი, მათი შეფასება. საკუთარი დამოკიდებულების არგუმენტირების უნარი (აზრის ლოგიკურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ჩამოყალიბების უნარი).

მათემატიკა

– მათემატიკის საგამოცდო ტესტი შედგება 41 ამოცანისაგან. პირველიდან ოცდამეჩვიდმეტეს ჩათვლით ყოველი დავალების პირობას თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. ტესტის ამ ნაწილში თითოეული დავალება ფასდება 0 ან 1 ქულით. ამასთან, 1 ქულა იწერება სწორი პასუხის მითითებისათვის.

– უკანასკნელი 4 დავალება არის ღია დავალება (ოცდამეთვრამეტედან ორმოცდამეერთეს ჩათვლით). ამ დავალებების შესაძლო მაქსიმალური ქულა მითითებულია საგამოცდო ტესტში. ეს დავალებები ფასდება მთელი ქულებით შეფასების სქემის მიხედვით, რომელიც ურიგდებათ გამსწორებლებს. თითოეული დავალების ამოხსნა დაყოფილია ეტაპებად, რომელთა გადალახვა აუცილებელია დავალების შესასრულებლად. თითოეული ეტაპის გადალახვა გამოსაცდელისაგან მოითხოვს შესაბამისი მათემატიკური უნარის ფლობას ან გარკვეული ფაქტის, ან დებულების ცოდნას. თითოეული დავალების შეფასების სქემაში მიეთითება, თუ რომელი ეტაპის ან ეტაპების კომბინაციის გადალახვისას შეფასდება დავალების ამოხსნა ამა თუ იმ ქულით.

– ეტაპი გადალახულად ითვლება, თუ შესრულებულია ამ ეტაპის შესაბამისი ინდიკატორი. ეს ინდიკატორები მოცემულია შეფასების სქემაში. ინდიკატორში მითითებული სიდიდე შეიძლება წარმოდგენილი იყოს გაუმარტივებელი ფორმით. იმ შემთხვევაში, თუ ამოხსნაში მითითებულია ინდიკატორში აღწერილი სიდიდე, მაგრამ არ არის მოყვანილი მისი მიღების გზა, ეტაპი შესრულებულად არ ჩაითვლება. მოითხოვება ამოცანის ამოხსნის ლოგიკურად მწყობრი, გააზრებული გზის წარმოჩენა.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური