ივანე ჩხაიძე: „დელტა“ შტამი უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს, უფრო იოლად ვრცელდება მათში და უფრო მძიმედ მიმდინარეობს
დელტა შტამი უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს, უფრო იოლად ვრცელდება მათში და უფრო მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში დაავადება, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დელტა შტამის შემთხვევაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა უფრო მეტია და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში ძირითადი სამიზნე ორგანო სწორედ ფილტვებია, რაც მდგომარეობის სიმძიმის განმაპირობებელია.
„ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ უკვე ხანგრძლივი სტატისტიკა ამ ვარიანტთან დაკავშირებით, მიუთითებენ, რომ დელტა შტამი უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს, უფრო იოლად ვრცელდება მათში და უფრო მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში დაავადება. უფრო მეტია მათში ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში ძირითადი სამიზნე ორგანო სწორედ ფილტვებია, რაც მდგომარეობის სიმძიმის განმაპირობებელია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
წყარო: imeditv
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19