„კამათის ხელოვნება“ – კსუ X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს იწყებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს ახალ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს – „კამათის ხელოვნება” (ისწავლე თამაშით).
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტის მიზნებია: ახალგაზრდებში არგუმენტირებული კამათის კულტურის, კრიტიკული აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად სარგებლობის, საჭირო მასალებისა თუ ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარება. ასევე, მათი სწორად გამოყენება, კომპრომისის ნახვა და შეთანხმება.
პროექტი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გრძელდება, შედგება ტრენინგებისა და თამაშებისგან.
თამაშამდე რეგისტრირებული გუნდები გაივლიან ტრენინგებს: „კამათის კულტურა“ და „შეთანხმების დოკუმენტი“.
ტრენერი: პეტრე მამრაძე, ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
ტრენინგების დასრულების შემდეგ გუნდები გადადიან თამაშის ეტაპზე, რომელსაც 4 მენტორი განსხვავებული თემებით წარმართავს, თითოეულ მენტორთან კი 4 რეგისტრირებული გუნდი იქნება დასწრების პრინციპით.
მენტორები და თემები:
კონსტანტინე ებრალიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
თემა: „პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა სოციალურ მედიაში“;
რუსუდან თოთიაური, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
თემა: „მედიის გავლენა სტიგმასა და სტერეოტიპზე“;
ეკატერინე ლომია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
თემა: „ანაკლიის პორტის მშენებლობა: სირთულეები და გამოწვევები“;
ნინო ჭანტურია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
თემა: „განიცადა თუ არა ქართულმა სატელევიზიო რეკლამამ რევოლუცია“.
რეგისტრაციისთვის აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ერთი მენტორის ანკეტა შესაბამისი თემით (ერთი გუნდისთვის ორ ან მეტ მენტორთან რეგისტრაცია დაუშვებელია).
პროექტის დებულება და სარეგისტრაციო ანკეტები იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.
ანკეტა 1_ მენტორი – კონსტანტინე ებრალიძე
ანკეტა 2_ მენტორი – რუსუდან თოთიაური
ანკეტა 3_ მენტორი – ეკატერინე ლომია
ანკეტა 4_ მენტორი – ნინო ჭანტურია
სარეგისტრაციო ანკეტა უნდა გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
- CIU-ს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი შედგა ესტონეთში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაზარბაევის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU-ს პროფესორებმა ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიაში შეხვედრა გამართეს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი