კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის „ღია კარის დღე“ გაიმართა

22 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ღია კარის დღე“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ, დაეთვალიერებინათ სასწავლო გარემო და გაეცნოთ ის სპეციალური შეთავაზებები, რაც მათთვის მოქმედებს.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გვეტაძე უძღვებოდა. აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი მარინე უგულავა, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკატერინე ჭალაგანიძე, სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაგდა თორთლაძე და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლანი გოცირიძე.
გაერთიანებული შეხვედრის შემდეგ აუდიტორიამ თავიანთი ინტერესების მიხედვით სხვადასხვა ფაკულტეტზე გადაინაცვლა. აქ უკვე მათ პროგრამის ხელმძღვანელები/ლექტორები შეხვდნენ და უფრო დეტალურად გააცნეს თითოეული პროგრამის მახასიათებლები.
აღსანიშნავია, რომ ღია კარის დღემ აბიტურიენტებთან ერთად მშობლებისა და მასწავლებლების დიდი ინტერესი გამოიწვია, ღონისძიებამ კი თბილისთან ერთად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შეთავაზებები აბიტურიენტებისთვის 2025 წელს საკმაოდ მრავალფეროვანია. უნივერსიტეტის ნებისმიერი საბაკალავრო პროგრამის პირველ ნომრად არჩევის შეთხვევაში აბიტურიენტები 20%-იან შიდა გრანტს მიიღებენ. ასევე, ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში ისინი „ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსის“ 1000 ლარიან ვაუჩერსა და „უცხო ენაში ინტენსიური მომზადების პროგრამის“ 2000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. ასევე, მოქმედებს ფინანსური შეღავათები მედალოსნებისთვის – ოქროს მედალზე 20%, ხოლო ვერცხლის მედალზე 10%-იანი შიდა დაფინანსება.
ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები და შეთავახებები აბიტურიენტთა ცნობარში.
ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თითოეული საბაკალავრო პროგრამის უპირატესობები (Facebook).
აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი „აკადემია აბიტურიენტებისთვის“, სადაც მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ თავიანთი ინტერესების მიხედვით დარეგისტრირდნენ და დარგის აღიარებულ წარმომადგენლებთან ერთად უკეთ გაეცნონ მომავალ პროფესიას. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
-
„მედიცინის აკადემია აბიტურიენტებისთვის“ – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტისთვის მონაწილეთა მიღებას იწყებს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს სტუდენტური სტარტაპი „ჩაკო“ „აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით“ პროექტის გამარჯვებულია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის – 2025“ იწყება by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი