კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლების დაჯილდოვება
ქართველი მასწავლებლები ბარსელონაში Mircosoft-ის განათლების მსოფლიო ფორუმზე გაემგზავრებიან. თბილისის, ხორნაბუჯისა და ხიდისთავის სკოლების პედაგოგებმა კონკურსში სახელწოდებით „Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი“ გაიმარჯვეს. თითოეულმა მათგანმა საკუთარ კლასში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული პროექტები წარმოადგინა. კონკურსის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ 250 მასწავლებელი შეირჩა, მათ შორის არიან:
– მარეხი ბასილიძე-თბილისის 157-ე საჯარო სკოლა
– რუსუდან გონაშვილი- ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
– თეა ნონიკაშვილი- ხიდისთავის საჯარო სკოლა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა. თითოეულ მათგანს საჩუქრად საქართველოს ისტორიის ოთხტომეული, მეხსიერების ბარათი და სხვა პრიზები გადაეცა.
კიდევ ერთი პედაგოგი, ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინა ისკაკოვა, შეირჩა ტექნოლოგიების გამოყენების გამორჩეული პრაქტიკისთვის. მას კომპანია Intel-ი გადასცემს Windows 8 ტრანსფორმერ-ტაბლეტს.
მასწავლებლებისთვის ანალოგიური კონკურსი უკვე მეხუთე წელია ცხადდება. მისი ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, Microsoft საქართველო, Intel-ი და British Council-ი.
განათლების მსოფლიო ფორუმი, რომელიც ორგანიზებულია „Microsoft“-ის მიერ და მხარდამჭერია ბრიტანეთის საბჭო 2014 წლის მარტში ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გაიმართება. ღონისძიებაზე პედაგოგები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ სასწავლო პროექტებზე ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, ასევე:
– გამოვლინდებიან გამარჯვებული მასწავლებლები;
– დასახელდება წლის ყველაზე ინოვაციური მასწავლელელი;
– განათლების ექსპერტები ჩაატარებენ ლექციებს;
– გაეცნობიან უახლეს ტექნოლოგიებს;
– ჩაერთვებიან ინტერაქტიულ სამუშაო სესიებში და მოისმენენ ექსპერტების მოხსენებებს- TeachMeets.
ყველა მონაწილე რომელმაც წარმოადგინა ნამუშევარი კონკურსში „Microsoft“-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი“ მიიღებენ სპეციალურ სერტიფიკატებს და ასევე მათ წვდომა ექნებათ Microsoft-ის რესურსებზე.
- თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობა დადებითად არ შეუფასდება – გამოქვეყნდა საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადა by მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
- რომელ საგნებში გამოვლინდებიან 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლები – კონკურსში მონაწილეობის პირობები by ამბები ზოგადი განათლებიდან
- ადრეული განათლების მიმართულების ტრენერობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა – დეტალები by მასმედია