კორონავირუსის მომატებული შემთხვევები ქუთაისის საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში – სტატისტიკა
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში COVID-19-ის გავრცელების მაღალი შემთხვევების გამო, ამ ეტაპზე სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია ქუთაისის 15 ბაგა-ბაღში.
როგორც მან EDU.ARIS.GE-ს 18 ოქტომბერს განუცხადა, სწავლების სრულ დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ქუთაისის ორი საჯარო სკოლა, რომელთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.
,,სრულ დისტანციურ რეჟიმზე გადავიყვანეთ ქუთაისის 22-ე და 28-ე საჯარო სკოლები. ველოდებით ჯანდაცვის რეკომენდაციას, შესაძლოა, ონლაინ რეჟიმზე კიდევ რამდენიმე სკოლის გადაყვანა გახდეს საჭირო. რაც შეეხება ცალკეულ კლასებს, სხვადასხვა სკოლის 90 კლასი უკვე ონლაინ რეჟიმით სწავლობს”, – განაცხადა ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა.
ასევე იხილეთ:
„დაუდექით თქვენს შვილებს გვერდით, რომ არ შეწყდეს სკოლებში სწავლა“ – ეკატერინე დგებუაძე მშობლებს
მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19