GE

კოვიდ-19-ის გავრცელების გამო, ფოთში ოთხი საბავშვო ბაღი დაიხურა

ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ინფორმაციით მე-2, მე-3, მე-12 და მე-13 ბაღში კოვიდინფექცია შვიდ მასწავლებელსა და შვიდ აღსაზრდელს დაუფიქსირდათ. ქალაქში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ბაღების სრულად დახურვის საკითხი ჯერ არ განიხილება.

„ამ ეტაპისთვის, წერტილოვნად დაიხურა ოთხი საბავშვო ბაღი. დანარჩენი ბაღები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ფუნქციონირებას. რაც შეეხება, სკოლების მსგავსად, ბაღების დროებით დახურვას, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ჩვენ სისტემატურად, ორ კვირაში ერთხელ გავდივართ კოვიდშემოწმებას. ბოლო გეგმური ტესტირება 12-13 აპრილს ჩატარდა. აღსაზრდელთა დასწრების რაოდენობა დაახლოებით 30 პროცენტს შეადგენს“, – განაცხადა  გაერთიანების ხელმძღვანელმა მაკა ზარანდიამ.

წყარო: 1tv.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური