„ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლექსიკოგრაფიის II საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ − ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციის მთავარი თემა „ლექსიკოგრაფია და ტექნოლოგიები“ იყო. ამ საკითხზე იმსჯელეს და საკუთარ მიგნებებზე ისაუბრეს როგორც ქართველმა მეცნიერებმა, ასევე 16 ქვეყნიდან მოწვეულმა 50 მკვლევარმა.
წელს კონფერენცია ქართველი ლექსიკოგრაფის, მწერლის, დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წლისთავს მიეძღვნა.
საერთაშორისო კონფერენცია ილიაუნიში 10-12 ოქტომბერს გაიმართა.
-
ილიაუნის წიგნის სახლში უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ შეხვედრა ინფლუენსერებთან და მედიის წარმომადგენლებთან გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„რეფორმა ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს“ – ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი