GE

მაგისტრანტობის კანდიდატების რეიტინგული სია გამოქვეყნდა – გამოცდები 2019

დღეს გამოქვეყნდა 2019 წლის მაგისტრანტობის კანდიდატების რეიტინგული სია. ჩამონათვალში მოცემულია იმ აპლიკანტების საგამოცდო მონაცემები, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს საერთო სამაგისტრო გამოცდა და რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ გააგრძელონ სწავლა სამაგისტრო პროგრამებზე სასურველ უმაღლეს სასწავლებელში.

გთავაზობთ 2019 წლის მაგისტრანტობის კანდიდატების რეიტინგულ სიებს ტესტის ტიპის მიხედვით

რაც შეეხება მაგისტრანტთა რანჟირებულ სიას, როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრში გვითხრეს, იმ მაგისტრების სია, რომლებმაც გრანტი მოიპოვეს, ნოემბრის თვეში გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, სამაგისტრო პროგრამებზე გაიცემა მხოლოდ 100%-იანი გრანტი, რომლითაც სწავლის ორივე წელი დაგიფინანსდებათ 2250 ლარის ოდენობით. 2019-2020 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა კი განისაზღვრა 2 250 000 ლარით.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური