მამუკა ბახტაძე IBSU-ზე: სტუდენტების ინტერესი სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე შავი ზღვის უნივერსიტეტის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალგაზრდებისა და სტუდენტების ინტერესი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია.
“მე მესმის, რომ არსებობს პროცედურები და არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ეს ჩარჩო ყველამ უნდა დაიცვას. ჩემთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარი გახლავთ ახალგაზრდებისა და სტუდენტების ინტერესი და ის უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება”, – უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ კითხვას.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განათლების მინისტრი და განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ამ საკითხზე.
შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით შეეზღუდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სტუდენტები და აბიტურიენტები პერმანენტულად აპროტესტებენ. დღეს დილიდან ისინი IBSU-სთვის სტუდენტების შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან “პერფორმანს” მართავენ. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ პრემიერთან შეხვედრას. ამ მიზნით მათ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადებაც შეიტანეს. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სტუდენტები შიმშილის დაწყებას აანონსებენ.
ამავე თემაზე:
შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების შეწყვეტის მიზეზი – სანიკიძის განმარტება
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, საჭიროების მიხედვით, აჭარის სკოლებშიც დაინიშნება by ARIS.GE-განათლება 26 მარტი, 2025
-
რომელ აბიტურიენტებს აქვთ NAEC-ში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება – ვადები by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 25 მარტი, 2025
-
დოკუმენტების წარდგენა დაიწყო – პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი 30 აპრილს სრულდება by ARIS.GE-განათლება 24 მარტი, 2025