მანდატურის სამსახურის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა სკოლაში ბულინგთან ბრძოლა იქნება
მანდატურის სამსახურის ერთ–ერთი მთავარი ამოცანა, სხვა პრობლემებთან ერთად, სკოლაში ბულინგთან ბრძოლა იქნება.
ამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა.
“ძირითადი ინსტრუმენტი სკოლაში ბულინგთან ბრძოლის მიმართულებით არის განათლება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ბულინგი არის პრობლემა, რომელიც მხოლოდ სკოლის პრობლემა არაა. ეს არის ქუჩის, ეზოს და ნებისმიერი სოციუმის პრობლემა. ასევე, ბულინგი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს არ ეხებათ. ეს ეხება საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს და საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს ეხება ჩაგვრის პრობლემა”,– განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, რეფერირების ინსტრუმენტი, როგორც პედაგოგების, ასევე დირექტორების ტრენინგში, ბულინგის გამოვლენის და მისი აღკვეთის, ასევე ფაქტის შესახებ შესაბამისი ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდების ინსტრუმენტებიც არის ჩადებული.
ჯეჯელავა თვლის, რომ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან მუშაობა ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ბულინგის აღმოფხვრის მთავარი საფუძველია.
ქეთი არის© გიგოლაშვილი
-
„ჩვენ ხომ ვიცით, ამ ქვეყანაში დასაქმება, რეალურად, ცოდნის მიხედვით არ ხდება“ – რატომ ირჩევენ აბიტურიენტები ისევ უნივერსიტეტს და არა პროფესიულ განათლებას
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში 2030-2031 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის შემცირებაა მოსალოდნელი“
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი აზერბაიჯანულ ენაში – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება