GE

მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდისთვის რეგისტრაცია უკვე 6 000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა 2019 წლის გამოცდისთვის რეგისტრაცია ამ დროისათვის (15 მაისის 12:00 საათი) 6 000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა.

როგორც განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გუშინ განაცხადა, რეგისტრაციის გამოცდახების პირველივე დღის შემდეგ 2000 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია.

2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისათვის რეგისტრაცია დაიწყო 13 მაისს და დასრულდება 24 მაისს, 18:00 საათზე. რეგისტრაცია მიმდინარეობს გამარტივებული ფორმატით, მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

  • მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს;
  • პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრისა და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, ასევე მათაც, ვისაც აქვთ სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
  • მასწავლებლობის მსურველებს, რომლებსაც დიპლომის საფუძველზე აქვთ მასწავლებლობის უფლება.

როგორც გამოცდების ცენტრში განმარტავენ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ რეგისტრაციის დროს არ ხდება სტატუსის გადამოწმება. შესაბამისად, ტესტირებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს დამამთავრებელი კურსის სტუდენტსაც, თუმცა შედეგების გამოყენებას მასწავლებლობის საქმიანობის დასაწყებად მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, როდესაც კვალიფიკაციას მოიპოვებს და შესაბამის პროცედურებს გაივლის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დარეგისტრირებულ პირებს სთავაზობს კონსულტაციების გავლას ყოველ ოთხშაბათს, 16:00 – დან 18:00 საათამდე მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს. კონსულტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს.

ვის მოუწევს მასწავლებლის გამოცდის საფასურის გადახდა და რას გულისხმობს გამარტივებული რეგისტრაცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური