GE

ვის მოუწევს მასწავლებლის გამოცდის საფასურის გადახდა და რას გულისხმობს გამარტივებული რეგისტრაცია

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია 13 მაისს დაიწყო და 24 მაისამდე გაგრძელდება. შემჭიდროებულ ვადებში მასწავლებლებს რეგისტრაცია გამარტივებული წესებით მოუწევთ, რაც მხოლოდ ელექტრონულ რეგისტრაციას გულისხმობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

ადრე, ელექტრონული რეგისტრაციის პარალელურად, მასწავლებლობის მსურველებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრშიც უნდა წარედგინათ საბუთები. მათ ახლა ეს აღარ მოუწევთ.

რაც შეეხება გამოცდაში მონაწილეობის საფასურს, როგორც მასწავლებლის სახლის ცხელ ხაზზე განგვიცხადეს, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველებისთვის კი საფასური 50 ლარს შეადგენს. თანხის გადახდა უწევთ სქემაში ჩართულ იმ პედაგოგებსაც, რომლებსაც უკვე აქვთ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და საგანში გამოცდა ჩაბარებული, მაგრამ ახლა სხვა საგნის ჩაბარება სურთ.

ცნობილია, რომ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა წელს 2-ჯერ ჩატარდება.

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა 2019 წლის გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო – პროცედურები

მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდისთვის რეგისტრაცია უკვე 6 000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური