მასწავლებელთა განახლებული სქემა მთავრობამ დაამტკიცა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა საქართველოს მთვარობის სხდომაზე 24 იანვარს დაამტკიცეს, რაც იმას ნიშნავს, ძველი სქემა ძალადაკარგულად გამოცხადდა და მასწავლებლებს ახალი სქემის მიხედვით მოუწევთ სარგებლობა.
დღევანდელი მთავრობის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით 37 საკითხი განიხილეს, სადაც 25-ე განსახილველ საკითხად იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები ” მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის #68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე”.
როგორც EDU.ARIS.GE –ს განათლების სამინისტროს იურისტმა დავით ლომინაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დღეს მთავრობის სხდომაზე გატანილ განახლებულ დოკუმენტს დღის ბოლომდე ხელს პრემიერ–მინისტრი მოაწერს, შემდეგ კი ის ოფიციალურად გამოქვეყნდება და ამის შემდეგ შევა ძალაში.
მასწავლებელის პროფესიული განვითარების სქემის ცვლილებათა პაკეტი გამოქვეყნდა
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების ალტერნატიული გზები განახლებულ სქემაში – მინისტრის განმარტება
ცისანა არის© შერგილაშვილი
-
სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)
by ARIS.GE-განათლება
-
განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
by გრამატიკული ცნობარი
-
გასამმაგებული კონკურენცია – ის, რაც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ
by ARIS.GE-განათლება