მასწავლებელთა საგნის გამოცდები ზამთარში შეიძლება არ ჩავატაროთ – ალექსანდრე ჯეჯელავა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, შესაძლოა, ზამთარში მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებია ღარ ჩატარდეს.
ამის შესახებ მან EDU.ARISGE-ს განუცხადა. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად სავარაუდოა ზამთრის პედაგოგთა საგნობრივი გამოცდები აღარ ჩატარდეს იმის გათვალისწინებით, რომ დაგეგმილი ცვლილების თანახმად, საგნის გამოცდას ბარიერი მოეხსნება და პრაქტიკოს მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა სხვა აქტივობებით ექნება.
„საბოლოოდ რომ გადავწყვეტთ, ვიტყვით. შეიძლება გამოცდები ზამთარში არ ჩავატაროთ. მასწავლებელთა საგნის გამოცდები იქნება, უბრალოდ ბარიერი არ ექნება. როგორი სქემით იქნება გამოცდები, მაგასაც მოგახსენებთ, როცა პრეზენტაცია იქნება,“– განმარტა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის განახლებული სქემის პრეზენტაცია ნოემბრის თვეში გაიმართება.
„ახლა ვამთავრებთ მუშაობას, პრინციპში, მგონია, რომ მალე, ნოემბერში იქნება პრეზენტაცია. ძირითადი პარამეტრები უკვე გვაქვს, სრული სქემა კი ნოემბერში გვექნება.“
როგორც ცნობილია, დღემდე, მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე პროფესიაში შესვლას 2015 წლიდან ამოქმედებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა განსაზღვრავს. სქემის მიხედვით, მოქმედი პედაგოგი, რომელიც 3 წლის მანძილზე ვერ დაადასტურებს საკუთარ კომპეტენციას, სკოლას დატოვებს, მის ადგილზე კი ვაკანსია გამოცხადდება. განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, გამოცდის ჩაუბარებლობა აღარ იქნება პედაგოგის მიერ სკოლის დატოვების საფუძველი და ერთის მხრივ, სწორედ ამას ემსახურება სქემაში დაგეგმილი ცვლილებებიც.
ქეთი არის© გიგოლაშვილი
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები მათემატიკაში – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ბიოლოგიაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რეპეტიტორი: „ზოგადი უნარების გამოცდის აღდგენა უნდა მოითხოვოს ყველამ, სხვა მხრივ წყლის ნაყვაა ყველაფერი“
by განათლებული ბლოგი