GE

მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკის შესახებ განათლების მინისტრი ბრიფინგს დღეს გამართავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკის თაობაზე დღეს, 24 ნოემბერს ისაუბრებს.

ინფორმაცია ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროდან მიაწოდეს.

უწყების ცნობით, გიორგი ამილახვარი ბრიფინგს გამართავს.

სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი 2024 წლის რომელი თვიდან მიიღებენ მასწავლებლები პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ გაზრდილ ხელფასს.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ მასწავლებლის ხელფასი (სრული დატვირთვის შემთხვევაში), 500 ლარით ან მეტით 2024-2025 სასწავლო წელს მოიმატებს, მასწავლებლებში გულისწყვეტისა და მოტყუების განცდა გააჩინა, რადგან ამბობენ, რომ სახელფასო მატების მოლოდინი 2024 წლის იანვრიდან ჰქონდათ. ახალი წლიდან სახელფასო ზრდის მოთხოვნით პედაგოგებმა წერილი შეიტანეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ამავე მოთხოვნით შექმნილ პეტიციას კი უკვე ათასობით მასწავლებელი აწერს ხელს.

ამავე თემაზე:

„მასწავლებლები არათანაბარ პირობებში არიან, საბაზო ხელფასმა უნდა მოიმატოს“ – წამყვანი მასწავლებლის ხედვა ხელფასის მატების ფორმაზე

პრემიერი: 2024 წელს მასწავლებლების ხელფასი სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური