„მასწავლებელთა წამყვან-მენტორის გამოცდაზე ინფორმაციას განათლების სამინისტრო გააჟღერებს“ – რატომ?
პროფესიული უნარების გამოცდის წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთათვის და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ამ დრომდე არ გამოცხადებულა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ისე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნულის მიზეზს არ დღემდე არ განმარტავენ, თუმცა დღეს, 23 მაისს გამოცდების ცენტრმა მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგებთან ერთად, ასეთი ინფორმაცია გამოაქვეყნა:
“რაც შეეხება პროფესიული უნარების გამოცდისა (წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთათვის) და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით შექმნილია ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს ინფორმაციას”.
ნიშნავს თუ არა აღნიშნული განმარტება, რომ შესაძლოა, პროფესიული უნარების, სტატუსის ასამაღლებელი მენტორ-მასწავლებლის გამოცდა წელს საერთოდ არ ჩატარდეს, EDU.ARIS.GE-ს ამ კითხვაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ვერ უპასუხეს და გვთხოვეს, პასუხი წერილობით მოვითხოვოთ.
აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს, მასწავლებელთა ნებისმიერი ტიპის ტესტირების შესახებ რეგისტრაციის ვადებს, პროცედურებსა და დეტალებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს, რომელიც თავად უწევს ორგანიზებას საგამოცდო პროცესსაც და არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ასევე იხილეთ:
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება