GE

„მასწავლებლები, რომლებიც დარეგისტრირებულები იყვნენ გამოცდაზე, ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ“

პედაგოგები, რომლებიც საგნობრივ და პროფესიულ გამოცდაზე გასულ წელს დარეგისტრირდნენ და გამოცდა აღარ ჩაუტარეს, 2021 წლის ზაფხულზე დაგეგმილ გამოცდებისთვის რეგისტრაციას აღარ გაივლიან. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„პრაქტიკოსი მასწავლებლები შარშან იყვნენ დარეგისტრირებულები, მაგრამ მათი გამოცდა გადაიდო, შესაბამისად ის მასწავლებლები, რომლებიც დარეგისტრირებულები იყვნენ გამოცდაზე, რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ, თუმცა მათ აქვთ შესაძლებლობა შევიდნენ და ვებ გვერდზე და შეცვალონ სარეგისტრაციო მონაცემები“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

გასული წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 4000-მდე პრაქტიკოსი პედაგოგი იყო დარეგისტრირებული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის მიზეზით, მათთვის გამოცდის ჩატარება გადაიდო.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ამავე თემაზე:

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 1-ელ მარტს დაიწყება – პროცედურა და ვადები

2021 წლის მასწავლებლის გამოცდისთვის რეგისტრაცია იწყება – განახლებული დამხმარე კრებულები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური