GE

მასწავლებლებისა და მაგისტრობის მსურველთა გამოცდები 40–გრადუსიან სიცხეს ემთხვევა – ამინდი საქართველოში

დღეს 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს მაგისტრობის მსურველები, დაწყებითი კლასების მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ. როგორც EDU.ARIS.GE-ის გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, მიმდინარე დღეებში ტემპერატურა ისევ მოიმატებს.

როგორი ამინდი იქნება უშუალოდ გამოცდის დღეებში, ეს განსაკუთრებით საინტერესო იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც საათობით მოუწევთ აბიტურიენტი შვილის, მეგობრისა და ახლობლის გამოცდაზე შენობის გარეთ ლოდინი.

გარემოს ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდის პირველ ორ დღეს, 11 და 12 ივლისს, შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ თბილისში 40 გრადუსსაც მიაღწიოს.

განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის გაგრილების სისტემები ყველა საგამოცდო ცენტრში დამონტაჟდა, თუმცა გასული დღეების გამოცდებიდან გამოსული აპლიკანტები იმასაც ამბობდნენ, რომ გაგრილების კუთხით პრობლემები იყო.

თარიღების მიხედვით ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:

11 – 12 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს, მთაში კი ისევ +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ +35, +40 გრადუსამდე დაცხება.

თბილისში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11 ივლისს +38, 12 ივლისს კი  +40 გრადუსია მოსალოდნელი.

როგორც ცნობილია, სინოპტიკოსები წელს გასულ წელთან შედარებით, ცხელ ზაფხულს პროგნოზირებენ. ივლისში 1-2 გრადუსით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი და ასევე, იქნება ნაკლები ნალექი.

2018 წლის გამოცდების განრიგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური